Error
რუბრიკები
NDI-მ ზუგდიდის მუნიციპალიტეტში კვლევა ჩაატარა
ჩატარებული კვლევის შედეგად ზუგდიდის მოსახლეობისთვის უმთავრეს პრიორიტეტს სამუშაო ადგილები, ტერიტორიული მთლიანობა და ხელმისაწვდომი ჯანდაცვა წარმოადგენს. გამოკითხულ ზუგდიდელთა 70 პროცენტი მომხრეა სამუშაო ადგილების შექმნის, 43 პროცენტი–მხარს უჭერს ტერიტორიული მთლიანობის აღდგენას, 47 პროცენტის სურვილად ხელფასების მომატება რჩება. ზუგდიდელების უმრავლესობა ინფორმაციას მიმდინარე პოლიტიკური მოვლენების შესახებ ჟურნალ–გაზეთებიდან ღებულობს, შემდგომ მოდის ინტერნეტი, ტელევიზია და საახლობლო წრე. ზუგდიდის ოლქიდან 72 გამოკითხული რესპოდენტიდან საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეობას მიიღებს 29 მოქალაქე,ხოლო საპრეზიდენტო არჩევნებში 70 გამოკითხული რესპოდენტიდან 30. საარჩევნო პერიოდში იყვნენ თუ არა კომისიის წარმომადგენლები თქვენს სახლში გამოკითხული 69 რესპოდენტიდან–35 თქვა, რომ მათთან კომისიის წევრები იყვნენ. გამოკითხული 59 რესპოდენტიდან 15 რესპოდენტი ეთანხმება მოსაზრებას,რომ ადგილობრივი ხელისუფლება ახორციელებს მნიშვნელოვან ცვლილებებს ზუგდიდის ოლქში. საქართველოში არის თუ არა დემოკრატია, ემხრობა–49 პროცენტი, 43 პროცენტი თვლის, რომ დემოკრატია საქართველოში არ არსებობს, ხოლო 18 პროცენტმა არ იცის. საერთო ჯამში თუ როგორი მიმართულებით ვითარდება საქართველო ზუგდიდელების 61 პროცენტი თვლის,რომ სწორი მიმართულებით. 2008 წლის აგვისტოს ომის შემდგომ ზუგდიდელების 30 პროცენტი არის შედარებით უკეთეს მდგომარეობაში. ზუგდიდელების 26 პროცენტი დასაქმებულია,39 პროცენტი უმუშევარია,26 პროცენტი სამსახურს ეძებს. NDI-იმ კვლევა 4 ივნისიდან 22 ივნისის პერიოდში აწარმოა. კვლევის შედეგები ზუგდიდელებს ეროვნულ– დემოკრატიული ინსტიტუტის წარმომადგენელმა საქართველოში ლუის ნავარომ გააცნო.  
Print