რუბრიკები
ზუგდიდში დადიანების სასახლის ეზოს გაყიდვა გააპროტესტეს (ვიდეო)
დადიანების  სასახლის ეზოს ნაწილის გაყიდვა დღეს, 20 ნოემბერს ზუგდიდში ახალგაზრდებმა გააპროტესტეს. აქციის მონაწილეები ისტორიული ეზოს გაყიდვის საქმის დაუყოვნებლივ გამოძიებას ითხოვენ, წინააღმდეგ შემთხვევაში ფართომასშტაბიანი აქციებით იმუქრებიან.

„დადიანების მუზეუმის ეზოს გაყიდვა ყოვლად დაუშვებელია. ეს არის ჩვენი სიწმინდეების, კულტურული და ისტორიული მემკვიდრეობის უხეში ხელყოფა. არც ერთ კერძო პირს არ უნდა ჰქონდეს იმის უფლება, რომ ისტორიულ ტერიტორიას დაეუფლოს“, - ამბობს კოსტანტინე კაკავა.

ცნობისთვის, დადიანების სასახლის ეზოს გაყიდვის შესახებ ინფორმაცია რამდენიმე დღის წინ გახდა ცნობილი. საჯარო რეესტრის ცნობით, მუზეუმის მიმდებარე ტერიტორიის 995 კვ.მ  წალენჯიხის მაჟორიტარი დეპუტატის ლევან ქარდავას მფლობელობაშია.
Print