Error
პოლიტიკა
პოლიტიკოსებს შორის მოწონების ყველაზე მაღალი მაჩვენებელი ირაკლი ალასანიას აქვს
NDI-ის მიერ ჩატარებული კვლევის თანახმად,საქართველოს თავდაცვის მინისტრი ირაკლი ალასანია,მთავრობის წევრებს შორის რესპონდენტებს ყველაზე მეტად მოსწონთ. ალასანიას აღნიშნულ რეიტინგში დადებითი კუთხით 67%-იანი მაჩვენებელი აქვს,რესპონდენტთა 12%-ს ალასანია არ მოსწონს, 17%-ს კი მასთან დაკავშირებით ჩამოყალიბებული პოზიცია არ აქვს. მოწონების რეიტინგში შემდეგი პოზიციები უკავიათ პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილს, რომელიც რესპონდენტთა 64%-ს მოსწონს, გამოკითხულთა 15%-ს კი არ მოსწონს; დავით უსუფაშვილი 61%-ს მოსწონს, 18%-ს კი არა; კახა კალაძე 51%-ს მოსწონს, 24%-ს კი არა; ბიძინა ივანიშვილი 51% მოსწონს და 24% - არა და დავით ბაქრაძე, რომელიც 51% მოსწონს, 30%-ს - არა. რაც შეეხება საქართველოს პრეზიდენტს, გიორგი მარგველაშვილი გამოკითხულთა 46%-ს მოსწონს, არ მოსწონს 26%-ს, 23%-ს მასთან დაკავშირებით ჩამოყალიბებული პოზიცია არ აქვს, 5% კი პასუხზე უარს აცხადებს. საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის მოწონების რეიტინგი კი 23%-ია. მიხეილ სააკაშვილი აღნიშნულ გამოკითხვაში არ მოსწონს 54%-ს.
Print