პოლიტიკა
პრეზიდენტმა 115 პატიმარი შეიწყალა
საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა მორიგ შეწყალების აქტს მოაწერა ხელი. 699 საქმიდან 115 დააკმაყოფილდა. სასჯელი შეუმსუბუქდა 27 პატიმარს.შეწყალებულ პატიმრებს შორის არიან ისეთი პირებიც,რომლებიც სასჯელს განზრახ მკვლელობის ჩადენისთვის იხდიდნენ. შეწყალებულ მსჯავრდებულთა შორის 7 არასრულწლოვანი და ერთი ქალია.
Print