პოლიტიკა
ფრანკ-ვალტერ შტაინმაიერი საქართველოში ჩამოდის
2014 წლის 8-9 დეკემბერს გაიმართება გერმანიის საგარეო საქმეთა ფედერალური მინისტრის ფრანკ-ვალტერ შტაინმაიერის სამუშაო ვიზიტი საქართველოში. ეს იქნება მიმდინარე წელს ფედერალური მინისტრის რიგით მეორე ვიზიტი საქართველოში.როგორც ცნობილია, ფრანკ-ვალტერ შტაინმაიერი 2014 წლის აპრილის ბოლოს,ფრანგ კოლეგასთან ლორან ფაბიუსთან ერთად ესტუმრა თბილისს. ვიზიტის ფარგლებში გაიმართება გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრის შეხვედრები საქართველოს პრეზიდენტთან გიორგი მარგველაშვილთან,პრემიერ-მინისტრთან ირაკლი ღარიბაშვილთან და საგარეო საქმეთა მინისტრთან თამარ ბერუჩაშვილთან.
Print