Error
პოლიტიკა
თომას მელია და ქეთრინ ნიუკომბი საქართველოში ოფიციალურ შეხვედრებს გამართავენ
აშშ–ის სახელმწიფო მდივნის მეორე მოადგილე დემოკრატიის, ადამიანის უფლებათა და შრომის საკითხებში ტომას მელია და აშშ–ის იუსტიციის დეპარტამენტის წარმომადგენელი ქეთრინ ნიუკომბი რეგიონული ვიზიტის ფარგლებში საქართველოს ეწვევიან. როგორც რადიო „ათინათს“ აშშ-ს საელჩოდან აცნობეს მელია და ნიუკომბი საქართველოს მთავრობის, აგრეთვე მედიისა და სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებს შეხვდებიან. „აშშ მტკიცედ უჭერს მხარს საქართველოს დემოკრატიულ განვითარებას, რაც ქვეყანას ევრო–ატლანტიკური მისწრაფებების განხორციელებასთან დააახლოებს.“-ნათქვამია  აშშ-ს საელჩოს განცადებაში.
Print