პოლიტიკა
ავღანეთში დაჭრილი ქართველი სამხედრო სამშობლოში დაბრუნდა
ფარვანის პროვინციაში დაჭრილი სერჟანტი სამკურნალოდ გერმანიაში, ლანდშტულის ამერიკულ სამხედრო ჰოსპიტალში იმყოფებოდა. ინტენსიური თერაპიის კურსის გავლის შემდეგ იგი რეაბილიტაციას ამერიკელი სამხედრო ექიმების ზედამხედველობის ქვეშ გადიოდა. ავღანეთში „მტკიცე მხარდაჭერის“ მისიის ფარგლებში პატრულირებისას ქართველ სამხედროებზე ჩასაფრება განხორციელდა. სროლების დროს IV მექანიზირებული ბრიგადის 43-ე ბატალიონის სერჟანტი პაატა როსტობაია დაიჭრა, პირველი კლასის რიგითმა ვასილ ყულჯანიშვილმა კი თავის არეში სასიკვდილო ჭრილობა მიიღო და ადგილზე დაიღუპა.
Print