პოლიტიკა
ირაკლი ღარიბაშვილი: "პარიზის ტრაგედია მთელ ცივილიზებულ მსოფლიოს გვაერთიანებს"
საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი პარიზში მომხდარ ტერაქტთან დაკავშირებით შეშფოთებას გამოთქვამს და ფრანგ ხალხს უსამძიმრებს. "ტრაგედია, რომელიც დღეს პარიზში ხდება მთელ ცივილიზებულ მსოფლიოს და ერებს გვაერთიანებს. გვაერთიანებს, პირველ რიგში, საფრანგეთის და ფრანგი ხალხის მხარდასაჭერად ამ უმძიმეს წუთებში, ხოლო მეორეს მხრივ გვაერთიანებს სამყაროს უდიდესი ბოროტების - ტერორიზმის წინააღმდეგ. კიდევ ერთხელ ვუსამძიმრებ საფრანგეთს, ფრანგ ხალხს, პრეზიდენტ ოლანდს, დაღუპულთა ოჯახებსა და ახლობლებს ამ შოკისმომგვრელი ტრაგედიის გამო. საქართველო და ქართველი ხალხი მათ გვერდითაა ამ უმძიმეს წუთებში.", - ნათქვამია ირაკლი ღარიბაშვილის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
Print