პოლიტიკა
ირაკლი ღარიბაშვილის წერილი საფრანგეთის პრეზიდენტს
საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი საფრანგეთის პრეზიდენტ ფრანსუა ოლანდს სამძიმრის წერილს უგზავნის, რომელსაც "ათინათი" უცვლელად გთავაზობთ: "ბატონო პრეზიდენტო, შეძრწუნებული ვარ ტერორისტული აქტით, რომელმაც კიდევ ერთხელ შეძრა პარიზი, საფრანგეთი და მთელი მსოფლიო. ჩემი ხალხის სახელით და პირადად ჩემგან, გთხოვთ, მიიღოთ ჩვენი გულწრფელი სამძიმარი - მინდა იცოდეთ, რომ ჩვენ საფრანგეთის მთავრობის, ფრანგი ხალხისა და დაღუპულთა ოჯახების გვერდში ვართ. ჩვენც, თქვენთან ერთად, ვგლოვობთ! ჩვენ ყველა ერთად უნდა აღვუდგეთ წინ მომაკვდინებელ საფრთხეს, რომელიც ემუქრება მშვიდობასა და ჰუმანიზმს მთელს მსოფლიოში. ამ უმძიმეს წუთებში ჩვენ ვფიქრობთ და ვლოცულობთ ფრანგი ხალხისთვის. საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი საფრანგეთის რესპუბლიკის პრეზიდენტს ფრანსუა ოლანდს"
Print