პოლიტიკა
მალიში ტერორისტებმა მძევლები აიყვანეს
მალის დედაქალაქ ბამაკოში, სასტუმრო "რედისონ ბლუ"-ს  შეიარაღებული პირები  თავს დაესხნენ და ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღებიდან ცეცხლი გახსნეს.

უცხოური მედიის ცნობით, თავდამსხმელებმა მძევლად 170 ადამიანი აიყვანეს.

„ყველაფერი სასტუმროს მე-7 სართულზე ხდება.  ჯიჰადისტებმა სასტუმროს კორიდორში სროლა ატეხეს“, - აცხადებს ერთ-ერთი თვითმხილველი.  ტერორისტებმა,მხოლოდ  ის მძევლები გაათავისუფლეს, რომლებმაც  ყურანის შინაარსი იცოდნენ. გავრცელებული ინფორმაციით, დაპირისპირებას 9  ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა.  შეიარაღებული პირები სასტუმროში დიპლომატიური სანომრე ნიშნიანი ავტომობილებით მივიდნენ.

მალის დედაქალაქის სასტუმროში  მძევლებს შორის Turkish Airlines-ის ექვსი თანამშრომელი და ასევე, საფრანგეთის ხუთი მოქალაქე იმყოფება.  სასტუმროს მიმდებარე ტერიტორიაზე მობილიზებულია პოლიციის დანაყოფები.
Print