პოლიტიკა
საქართველოს მთავრობასა და გაეროს შორის თანამშრომლობის დოკუმენტს მოეწერა ხელი
საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა და გაეროს მუდმივმა კოორდინატორმა საქართველოში ნილ სკოტმა ხელი მოაწერეს 2016-2020 წლებში საქართველოსთან გაეროს თანამშრომლობის გეგმას- მდგრადი განვითარებისთვის. თანამშრომლობის გეგმაში გაწერილია 2016-2020 წლებში, საქართველოს მთავრობასთან ერთად განსახორციელებელი ხუთი პრიორიტეტული მიმართულება - დემოკრატიული მმართველობა, დასაქმება,საარსებო პირობები,სოციალური დაცვა, განათლება, ჯანდაცვა,საზოგადოების უსაფრთხოება და სიცოცხლისუნარიანობა. ხელმოწერას საქართველოს მთავრობისა და პარლამენტის წევრები, ასევე მიწვეული სტუმრები დაესწრნენ.
Print