თბილისის პროკურატურაში, გაფართოებულ შეხვედრაზე ახალი მოდელისა და
გაუმჯობესებული მექანიზმის შემუშავების გადაწყვეტილება მიიღეს.
მოლაპარაკებები სასჯელაღსრულების სამინისტროს ინიციატივით შედგა,
სადაც მონაწილეობდნენ: ევროკავშირის პროექტის ხელმძღვანელი,
მოსამართლე რენატე ვინტერი, უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარე,
ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარე, პროკურატურისა და
სახალხო დამცველის აპარატის წარმომადგენლები. შეხვედრაზე გადაწყდა,
რომ არასრულწლოვნებთან დაკავშირებით პირობით ვადამდე გათავისუფლების
საკითხი სასამართლომ ადგილობრივი საბჭოს გარეშე განიხლიოს, თუმცა
ახალი მოდელის დანერგვისთვის საჭიროა საკანონმდებლო და სხვა სახის
ცვლილებების განხორციელება, მანამდე კი პროცესში არასამთავრობო
სექტორი და ექსპერტები უნდა ჩაერთონ.
მასალის გამოყენების პირობები