პოლიტიკა
"ისლამური სახელმწიფოს" სახელით გავრცელებულ ვიდეომიმართვაზე გამოძიება დაიწყო
სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა რადიკალური ისლამური სახელმწიფოს სახელით გავრცელებულ ვიდეომიმართვაზე გამოძიება დაიწყო. ამის შესახებ ინფორმაცია თავად უწყებამ გაავრცელა. ინტერნეტში ტერორისტული დაჯგუფება "ისლამური სახელმწიფოს" სახელით მებრძოლების ვიდეომიმართვა გავრცელდა.  ქართულ ენაზე მოსაუბრე პირები ქართველ ხალხს და საქართველოში მცხოვრებ მუსლიმებს მიმართავენ. ისინი მუსლიმებს "ისლამური ხალიფატის" მხარდაჭერისკენ მოუწოდებენ, საქართველოს კი "ხალიფატის" შემოსვლით ემუქრებიან.
Print