პოლიტიკა
მარგველაშვილი: ქვეყნის უსაფრთხოების უზრუნველყოფის მიზანი ნატო-ს წევრობაა
პრეზიდენტის სასახლეში ეროვნული და რეგიონული უსაფრთხოების საკითხებზე სტრატეგიული დისკუსია მიმდინარეობს. გიორგი მარგველაშვილმა საქართველოს საგარეო კურსთან დაკავშირებით ისაუბრა.

ევროატლანტიკურ სივრცეში ინტეგრაცია ნატო-სთან თანამშრომლობით გამოიხატა საერთშორისო მისიებში ჩვენი ერთობლივი ჩართულობით. ჩვენი ქვეყნის უსაფრთხოების უზრუნველყოფის საბოლოო მიზანი ნატო-ს წევრად გახდომაა. ვიქნებით ერთიან სივრცეში იმ ქვეყნებთან, ვინც იზიარებენ საერთო ღირებულებებს და ამავე დროს, ვიქნებით ყველაზე დაცული და ყველაზე ეფექტური თავდაცვის და უსაფრთხოების ქოლგის ნაწილი", - აღნიშნა პრეზიდენტმა.
Print