პოლიტიკა
დე ფაქტო აფხაზეთს ახალი პრემიერ-მინისტრი ჰყავს
აფხაზეთის დე ფაქტო პრემიერ-მინისტრად ვალერი ბგანბა დაინიშნა, რომელიც აქამდე პარლამენტის სპიკერის თანამდებობას იკავებდა. ამის შესახებ ინფორმაციას აფხაზური მედია ავრცელებს. ამავე ცნობით, შესაბამის ბრძანებას რაულ ხაჯიმბამ ხელი უკვე მოაწერა. მანამდე, პრემიერიერ-მინისტრის მოვალეობებს დაურ არშბა ასრულებდა.

აფხაზეთის დე ფაქტო რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრი გენადი გაგულია 8 სექტემბერს, ფსოუ-სოხუმის გზის მონაკვეთზე მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევის დროს დაიღუპა. შემთხვევა მაშინ მოხდა, როდესაც სირიიდან დაბრუნებული გაგულია, აფხაზურ დელეგაციასთან ერთად, სოჭის აეროპორტიდან სოხუმისკენ მიემართებოდა. ამავე ცნობით, ის სამთავრობო კორტეჟის თანხლებით გადაადგილდებოდა.


Print