პოლიტიკა
ჩხოროწყუს საკრებულოს გადამდგარი თავმჯდომარე სოლიდარობის ალიანსს შეუერთდა
ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის საკრებულოს ყოფილი თავჯდომარე ბესიკ ესებუა "ჩვენი საქართველო-სოლიდარობის ალიანსის" წევრი გახდა. ამის შესახებ დღეს პოლიტიკური პარტიის ოფისში გამართულ ბრიფინგზე გახდა ცნობილი. ესებუა პარტიის ლიდერებმა წარადგინეს და ის ჩხოროწყუში "სოლიდარობის ალიანსის" თავმჯდომარე იქნება.

"პირად მოვალეობად მიმაჩნია, დღეს, ამ სიტუაციაში ჩემს თანამოაზრეებთან ერთად, ჩემი რესურსი, რაც გამაჩნია, რა თქმა უნდა, სამართლებრივ ჩარჩოებში, გავიღო იმისთვის, რომ აღნიშნული პოლიტიკური ორგანიზაცია საქართველოს პოლიტიკურ სივრცეში დამკვიდრდეს როგორც ერთ-ერთი გავლენიანი პოლიტიკური ძალა", - თქვა ესებუამ.

ბესიკ ესებუამ ჩხოროწყუს საკრებულოს თავმჯდომარის პოსტი 6 აგვისტოს დატოვა.




Print