მსოფლიო
აშშ-ს კონგრესმა უკრაინისთვის ლეტალური შეიარაღების გადაცემას მხარი დაუჭირა
აშშ-ს კონგრესმა ქვეყნის სამხედრო ბიუჯეტის შესახებ კანონპროექტი დაამტკიცა. დოკუმენტის ერთ-ერთი მთავარი პუნქტი უკრაინისათვის 300 მილიონი დოლარის ოდენობის სამხედრო დახმარებას ითვალისწინებს. პაკეტში ცალკე შედის 55 მილიონი დოლარის ოდენობის ლეტალური შეიარაღების გადაცემა - ტანკსაწინააღმდეგო სისტემები, ნაღმსატყორცნები, ყუმბარსატყორცნები, მცირე კალიბრის შეიარაღება და აღჭურვილობა. კანონპროექტი თეთრ სახლს უფლებას აძლევს, გადადგას საპასუხო ნაბიჯი, თუ რუსეთი შეიარაღებული ძალების შესახებ არსებული ძირითადი შეთანხმებების დარღვევას განიზრახავს. სენატის მიერ კანონპროექტის მიღებიდან რამდენიმე საათის შემდეგ, თეთრმა სახლმა განაცხადა, რომ პრეზიდენტი ობამა კანონს მაღალი ალბათობით ხელს მოაწერს. აღნიშნულ კანონპროექტს გასულ კვირაში კონგრესის ქვედა პალატამაც დაუჭირა მხარი.
Print