მსოფლიო
სლოვენია-ხორვატიის საზღვარზე ღობე აიგება
სლოვენიის ხელისუფლება ხორვატიასთან საზღვარზე ღობის აშენებას გეგმავს. სლოვენიის პრემიერ-მინისტრ მიროსლავ ცერარის განცხადებით, ქვეყნის საზღვრები მიგრანტებისთვის კვლავ ღიაა, თუმცა ღობე ხელისუფლებას მიგრანტთა ნაკადის ეფექტურად გაკონტროლებაში დაეხმარება. რამდენიმე კვირის განმავლობაში სლოვენიაში 180 000-მდე მიგრანტი ჩავიდა. სლოვენიის საზღვარს ადგილობრივ სამართალდამცველებთან ერთად ევროკავშირის ქვეყნებიდან ჩასული 175 პოლიციელი დაიცავს.
Print