მსოფლიო
სასტუმროზე თავდასხმაში პასუხისმგებლობა დაჯგუფება "ალ-მურაბითუნმა" აიღო
მალიში, სასტუმრო "რედისონზე" თავდასხმაში პასუხისმგებლობა დაჯგუფება "ალ-მურაბითუნმა" აიღო, რომელიც თავის მხრივ, დაჯგუფება "ალ-ქაიდასთან" არის კავშირში. უცხოური მედიის მიერ გავრცელებული ინფორმაციით,აღნიშნულის თაობაზე "ბოევიკებმა" ინფორმაცია "თვითერის" საკუთარ გვერდზე განათავსეს. ამ დროისთვის მომხდართან მათი კავშირის შესახებ მონაცემები მოწმდება. მალის დედაქალაქში დამნაშავეებმა სასტუმროში მძევლად 170 ადამიანი აიყვანეს. მძევლების გათავისუფლების ოპერაცია მსხვერპლით დასრულდა.
Print