Error
მსოფლიო
საბერძნეთის პოლიცია ტელეარხ ERT–ს ოფისში შეიჭრა
საბერძნეთის პოლიცია, ხელისუფლების მიერ დახურულ ტელარეახრ ERT–ს ოფისში შევიდა და თანამშრომლების შენობიდან გამოძევება დაიწყო. პოლიციამ ალყა მაშინ შემოარტყა შენობას, როდესაც რესტრუქტურიზაციის შემდეგ იქ ჟურნალისტები გადავიდნენ. თითქმის 3 ათასი ადამიანი, რომელიც ტელერადიოკომპანიის დახურვასთან დაკავშირებით გააძევეს, განაგრძობდნენ ეთერში გასვლას და შენობიდან მაუწყებლობას. ოფისთან შეკრებილ დემონსტრანტებს შორის ჩხუბი ატყდა, პოლიცია იძულებული გახდა ცრემლსადენი გაზი გამოეყენებინა.
Print