სამეგრელო-ზემო სვანეთის საოლქო პროკურატურის უფროს პროკურორ ვახტანგ
ქირიას მეოთხე
დღეა, უშედეგოდ ეძებენ.
ოჯახს მისი ადგილსამყოფელის შესახებ ინფორმაცია არ აქვს. ისინი
ჟურნალისტებთან კომენტარს არ აკეთებენ.
ინფორმაციას არ ფლობენ არც ქირიას სამსახურში.
"ორი დღეა, ვახტანგ ქირია სამსახურში არ გამოცხადებულა და არც ოჯახთან
გასულა კონტაქტზე. ამჟამად მიმდინარეობს მოქმედებები მისი
ადგილსამყოფელის დადგენის მიზნით", - განმარტავს პროკურატურის
საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსი ნათია სუხიაშვილი.
ამასთან, ცნობილი გახდა ისიც, რომ ვახტან ქირიას მობილური ტელეფონი,
რომლითაც ოჯახის წევრებს გაუჩინარებამდე დაუკავშირდა, ქალაქ რუსთავში
იპოვეს.
მასალის გამოყენების პირობები