სამართალი
პატიმრობის საქმეს ნაფიც მსაჯულები არ განიხილავენ
მთავრობის ინიციატივით სისხლის სამართლის ყველა ის საქმე, რომელიც სასჯელის სახით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებდა, ნაფიც მსაჯულთა განსასჯელი აღარ იქნება.

კანონპროექტის თანახმად, ბრალდებულს უფლება აქვს მოითხოვოს, საქმის ნაფიცების გარეშე განხილვა. ასეთ შემთხვევაში საქმე რაიონულ სასამართლოს  გადაეცემა. ამჟამად მოქმედი დროებითი ნორმის მიხედვით, ნაფიცები მხოლოდ ისეთ საქმეებში მონაწილეობენ, რომელიც სიცოცხლის მოსპობას უკავშირდება.

მთავრობის განმარტებით, მსაგავსი მიდგომები ევროპის განვითარებულ ქვეყნებს აქვთ.


Print