ბანანის კექსი
თქვენ დაგჭირდებათ ☛ • 250 გ. ფქვილი. • 2,5 ჩ.კ. გამაფხვიერებელი. • 125 გ. შავი შოკოლადი. • 240 გ. შაქარი. • 2 ც. კვერცხი. • 4 ც. ბანანი. • მწიკვი მარილი და ვანილი გემოვნებით. მომზადების წესი: ✔ გააცხელეთ ღუმელი 200 გრადუსზე. ათქვიფეთ კვერცხი შაქართან ერთად, დაუმატეთ ვანილი ან ვანილის შაქარი. ✔ ბანანი დაჭყლიტეთ ჩანგლით. ბანანის პიურე დაუმატეთ ათქვეფილს კვერცხს. ცალკე აურიეთ ერთმანეთში ფქვილი, მარილი და გამაფხვიერებელი. შემდეგ კი ყველა ინგრედიენტი ფრთხილად შეურიეთ ერთმანეთს. ✔ დატეხეთ შოკოლადი სასურველ ზომაზე და აურიეთ ცომში. წაუსვით კექსის ფორმას კარაქი, ჩაასხით მასში მიღებული მასა და შედგით ღუმელში 50-60 წუთი. გემრიელად მიირთვით
Print