აქტუალური თემები
მარტვილში მოსახლეობის თერმოსკრინინგი დაიწყო
მარტვილის მუნიციპალიტეტში, კორონავირუსის გავრცელების პრევენციული ღონისძიებების ფარგლებში, თერმოსკრინინგი დაიწყო. სამეგრელო-ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებულის აპარატის ცნობით, ადგილობრივ მოსახლეობას საზოგადოებრივი ჯანდაცვის წარმომადგენლები და ამბულატორიის ექიმები სახლში აკითხავენ და ტემპერატურას უზომავენ.
„თერმოსკრინინგი დღეს დაიწყო და მუნიციპალიტეტის მასშტაბით ყველა ადმინისტრაციულ ერთეულში განხორციელდება. პროცესში აქტიურად არიან ჩართულები მერიის წარმომადგენლები", - ამბობენ გუბერნიაში.

თერმოსკრინინგი რეგიონის  რამდენიმე მუნიციპალიტეტში, მათ შორის, ზუგდიდშიც მიმდინარეობს.
Print