
ზუგდიდში სუპერმარკეტების ქსელი სანდეი გაფართოვდა. მიმდინარე წელს გახსნილ მაღაზიებს, რომელიც ყუფუნიას #2 (საჯვაროს უბანი), თამარ მეფის #3 (საკონსერვოს უბანი) და რუსთაველის #111 მდებარეობს კიდევ ერთი ახალი მაღაზია დაემატა. "სანდეი"-ს ქსელის ახალი მარკეტი აღმაშენებლის #14-ში (1 სკოლის წინ) გაიხსნა.
შპს სანდეის დირექტორის დავით კუხალაშვილის თქმით განსხვავებულ დიზაინთან ერთად სანდეის მომხმარებელს მუდმივად განახლებადი პროდუქტი, დაბალ ფასები და საინტერესო აქციები ელოდება.
„მომხმარებელს ყოველთვის ახალ პროდუქციას და საუკეთესო ფასებს ვთავაზობთ. გვქონდა და მუდმივად გვექნება აქციები მომავალშიც. ყოველდღიურად ვაკვირდებით რა პროდუქტებს იძენს მომხმარებელი და სწორედ ამ პროდუქტებზე ვაკეთებთ ფასდაკლებების აქციას, რათა მომხმარებელმა მეტი სარგებელი მიიღოს და ამ მხრივ სანდეი გამორჩეული იყოს სხვა ნებისმიერი ქსელისაგან“- განაცხადა სანდეის დირექტორმა დავით კუხალაშვილმა.
სანდეის მენეჯმენტის განმარტებით, ისინი მაღალი სტანდარტების შესაბამისი ორგანიზებული ვაჭრობის ქსელის განვითარებასა და სუპერმარკეტების რაოდენობის ათამდე გაზრდას გეგმავენ.
(R)
მასალის გამოყენების პირობები