სპორტი																												
					
				
										
											ოლიმპიური ჩირაღდანი ათენიდან საქართველოში 26 მაისს შემოვა									
			
		
						
								
			
			
			
								
ევროპის ახალგაზრდული ოლიმპიური ფესტივალის ფარგლებში, ოლიმპიური ჩირაღდანი საქართველოში ათენიდან 26 მაისს შემოვა. ევროპის ახალგაზრდული ოლიმპიური ფესტივალის "თბილისი 2015"-ის საორგანიზაციო კომიტეტში განაცხადეს, რომ ოლიმპიური ჩირაღდანი ათენიდან ქალაქ ბათუმში 26 მაისს, 20:00 საათზე შემოვა. ჩირაღდანი საქართველოს ტერიტორიაზე 26 მაისიდან 1-ლი აგვისტომდე დარჩება.
"თბილისი 2015"-ის საორგანიზაციო კომიტეტის ინფორმაციით, ოლიმპიური ცეცხლის ესტაფეტაში მონაწილეობას მიიღებს 700 მეჩირაღდნე. ოლიმპიური ჩირაღდანი მოივლის მთელს საქართველოს, ჩავა 67 ქალაქსა და რაიონულ ცენტრში, სადაც მოეწყობა ოლიმპიური ცეცხლის დახვედრისადმი მიძღვინილი სახალხო ზეიმი. საქართველოს 6 ქალაქში საზეიმო კონცერტები გაიმართება."თბილისი 2015"  ოფიციალურად 26 ივლისს გაიხსნება. 			 
			
											 
					
							 
მასალის გამოყენების პირობები