სპორტი
ს.კ. "ზუგდიდს" ახალი ვიცე-პრეზიდენტი ჰყავს
საჯარო რეესტრში ს.კ. "ზუგდიდის" ვიცე-პრეზიდენტის თანამდებობაზე 21 სექტემბერს ლევან გულორდავა დარეგისტრირდა და მოვალეობის შესრულებას შეუდგა. ის ერთხმად აირჩიეს. გულორდავა ფეხბურთელებს შეხვდა და სამომავლო გეგმები გააცნო.

ცნობისთვის, უკრაინული მხარის და ქ.ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერიას შორის, გაფორმებული ხელშეკრულების თანახმად, ერთი თვის წინ ზუგდიდური კლუბის 51% პროცენტის მფლობელი, უკრაინელი ბიზნესმენი სერგეი დოროშენკო გახდა, ხოლო 49 %-ან პაკეტს, ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერია ფლობს.

გულორდავამდე ვიცე-პრეზიდენტის პოსტს უკრაინელი სვიატოსლავ სიროტა იკავებდა.


Print