კორონავირუსი
რუხის საავადმყოფომ პირველი კოვიდ დადებითი პაციენტი მიიღო
რუხის მრავალპროფილურ საავადმყოფოში ცოტა ხნის წინ მოთავსებული ქალის ჯანმრთელობის მდგომარეობა, რომელსაც კოვიდ-19 დაუდასტურდა, დამაკმაყოფილებელია. ამის შესახებ რადიო „ათინათს“ საავადმყოფოში უთხრეს. მათივე ცნობით, პაციენტს ამ ეტაპზე ვირუსის მსუბუქი ფორმა აღენიშნება და მისი მკურნალობა იქვე გაგრძელდება.

„ამჟამად პაციენტის ანამნეზის შეკრება ხდება და გადავამოწმებთ, რამდენად დადასტურდება ექიმების წინასწარი პროგნოზი“, - აღნიშნა საავადმყოფოს მმართველმა ირაკლი გვაზავამ.

აღნიშნული პაციენტი პირველია, რომელსაც რუხის საავადმყოფოში ახალ კორონავირუსზე უმკურნალებენ. გვაზავას ინფორმაციით, მათთან 10-ზე მეტი პაციენტია, რომელსაც ცხელება აღენიშნება და მათზე დაკვირვება მიმდინარეობს.

კლინიკის მშენებლობა სახელმწიფო ბიუჯეტიდან 41 მლნ ლარით დაფინანსდა. კომპლექსი 7 ბლოკისა და სხვადასხვა ტიპის საინჟინრო-ტექნიკური ნაგებობებისგან შედგება. კლინიკის ამოქმედების თარიღად 2016 წლი დასახელდა, თუმცა მისი გახსნა ცოტა ხნის წინ მოხერხდა. აქ პირველი პაციენტები, რომლებსაც ცხელება აღენიშნებოდათ, 24 აპრილს მიიღო.
Print