კორონავირუსი
საქართველოში კორონავირუსის 38 ახალი შემთხვევა გამოვლინდა
საქართველოში კორონავირუსის 38 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, ინფორმაცია stopcov.ge-ზე ცოტა ხნის წინ განახლდა.

დღევანდელი მონაცემებით სულ ინფიცირებულია 1548 ადამიანი. გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა 17 - ით გაიზარდა და ამ დროისათვის შეადგენს 1270 ადამიანს.

კარანტინის რეჟიმში იმყოფება 5806 მოქალაქე, სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ – 230.

უცხოეთიდან სამკურნალოდ გადმოყვანილია საქართველოს 41 მოქალაქე.

კორონავირუსის შედეგად ქვეყანაში 19 პაციენტი გარდაიცვალა.

Print