კორონავირუსი
სამეგრელო-ზემო სვანეთში კორონავირუსი კიდევ 212 პირს დაუდასტურდა
ბოლო 24 საათის განმავლობაში სამეგრელო-ზემო სვანეთში კორონავირუსით ინფიცირების კიდევ 212 შემთხვევა გამოვლინდა. ამის შესახებ უწყებათაშორის საკოორდინაციო საბჭოსთან არსებული ოპერაციული შტაბის უფროსმა ალექსანდრე ხოჯევანიშვილმა ისაუბრა. მისივე ინფორმაციით, ქვეყნის მასშტაბით 3 157 ახალი დადასტურებული შემთხვევა დაფიქსირდა, ხოლო 3 230 პირი გამოჯანმრთელდა. დღეის მდგომარეობით ქვეყანაში კორონავირუსი 65 291 ადამიანმა დაამარცხა.

"ამ ეტაპზე აქტიური ინფიცირებული შემთხვევა არის 16 785. საავადმყოფოში მკურნალობს 5 658 ადამიანი მკურნალობს. მძიმე პაციენტი გვყავს 787. აქედან, ხელოვნური სუნთქვის აპარატზე არის 363 პირი. 3 315 ადამიანი არის კოვიდ-სასტუმროში. 7 812 პირი მკურნალობს ბინაზე. საკარანტინო სივრცეში გვყავს 2 735 ადამიანი", - აღნიშნა ალექსანდრე ხოჯევანიშვილმა.
Print