კორონავირუსი
კორონავირუსით სენაკის მკვიდრი გარდაიცვალა
ბოლო 24 საათში სამეგრელო-ზემო სვანეთის მასშტაბით კორონავირუსით ერთი ადამიანი გარდაიცვალა. სამხარეო ადმინისტრაციის ინფორმაციით 78 წლის მამაკაცი სენაკის მკვიდრია და რუხის საავადმყოფოში გადიოდა მკურნალობის კურსს.

სამეგრელოს კოვიდმიმღებ კლინიკებში ამ ეტაპზე 212 ადამიანი მკურნალობს. მათგან 12-ის ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა.

ბოლო 24 საათის განმავლობაში რეგიონის მასშტაბით გამოჯანმრთელდა 171 პირი. 

საკარანტინო სივრცეებში სულ 55 ადამიანი იმყოფება.
Print