კორონავირუსი
სამეგრელო-ზემო სვანეთში კორონავირუსის 116 ახალი შემთხვევა გამოვლინდა
უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს ინფორმაციით, გასულ 24 საათში ქვეყნის მასშტაბით კორონავირუსზე  16 267 ადამიანი გამოიკვლიეს და დადასტურდა ინფიცირების 998 ახალი შემთხვევა. აქედან 116 სამეგრელო - ზემო სვანეთში დაფიქსირდა. 

ამავე ცნობით, საქართველოში Covid 19-ის პანდემიის გავრცელებიდან დღემდე გამოვლენილი დადასტურებული შემთხვევების საერთო რაოდენობა შეადგენს 252 972-ს.

ვირუსისგან გამოჯანმრთელდა 1 892 პირი, ხოლო ჯამში მათი რაოდენობა გაიზარდა 240 629-მდე.

კორონავირუსით ქვეყანაში კიდევ 16 ადამიანი გარდაიცვალა. დღემდე ვირუსს ჯამში 3 038 პირი ემსხვერპლა.
Print