კორონავირუსი
სამეგრელოს კოვიდკლინიკებში 177 პირი მკურნალობს, მძიმეა 9 პაციენტის მდგომარეობა
სამეგრელოს კოვიდმიმღებ კლინიკებში 177 პაციენტი მკურნალობს, აქედან 9 პირის ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა. ინფორმაციას სამეგრელო-ზემო სვანეთის სამხარეო ადმინისტრაცია ავრცელებს.

კერძოდ, რუხის საავადმყოფოში მკურნალობის კურსს 47 ადამიანი გადის. "სენა-მედის" კლინიკაში 33 კოვიდპაციენტი იმყოფება, მათგან მძიმედაა 3. ფოთის კლინიკაში მოთავსებული 32 პირიდან, 6-ის მდგომარეობას მედიკოსები მძიმედ აფასებენ. ზუგდიდის რეფერალურ ჰოსპიტალში 19 კოვიდპაციენტს მკურნალობენ. აბაშის "ევექსის" კოვიდკლინიკაში 15 პაციენტი იმყოფება, ხოლო სენაკის "ლაზიკა მედიში" 31 პაციენტი მკურნალობს. მათი მდგომარეობა სტაბილურია.

ინფორმაციისთვის, რეგიონის მასშტაბით, დღის განმავლობაში 57 პირი გამოჯანმრთელდა. ვირუსი კიდევ 95 მოქალაქეს დაუდგინდა. 

რეგიონის მასშტაბით სულ საკარანტინო სივრცეში 51 ადამიანი იმყოფება.
Print