კორონავირუსი
კორონავირუსით ხობის მკვიდრი გარდაიცვალა
ბოლო 24 საათში სამეგრელო-ზემო სვანეთის მასშტაბით კორონავირუსით 1 ადამიანი გარდაიცვალა. სამხარეო ადმინისტრაციის ინფორმაციით, 72 წლის ქალი ხობის მკვიდრია. ის კლინიკა "სენა მედში გადიოდა მკურნალობის კურსს.

სამეგრელოს კოვიდმიმღებ კლინიკებში ამ ეტაპზე 165 ადამიანი მკურნალობს. მათგან 15-ის ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა.

ბოლო 24 საათის განმავლობაში რეგიონის მასშტაბით გამოჯანმრთელდა 48 პირი, გამოვლინდა კორონავირუსით ინფიცირების 14 ახალი შემთხვევა.

საკარანტინო სივრცეებში სულ 64 ადამიანი რჩება.
Print