კორონავირუსი
სამეგრელოს კოვიდკლინიკებში 121 ადამიანი მკურნალობს, 9 პაციენტის მდგომარეობა მძიმეა
ბოლო მონაცემებით სამეგრელოს კოვიდმიმღებ კლინიკებში 121 პაციენტი მკურნალობს, აქედან მძიმეა 9 ადამიანის მდგომარეობა. სამეგრელო-ზემო სვანეთის სამხარეო ადმინისტრაციის ინფორმაციით, ამ ეტაპზე რუხის კლინიკაში მკურნალობის კურსს 45 კოვიდპაციენტი გადის, მათ შორის მძიმეა 2 პირის ჯანმრთელობის მდგომარეობა. ფოთის ჰოსპიტალში 32 კოვიდინფიცირებული მკურნალობს, მათ შორის 3 მძიმედაა. "სენამედში" 12 პირი იმყოფება, მათგან 1 მძიმე პაციენტია. ზუგდიდის რეფერალური ჰოსპიტალში 10 ადამიანი მკურნალობს, 2 მათგანის მდგომარეობა მძიმეა. აბაშის ევექსის კოვიდ კლინიკაში 7 პირი გადის მკურნალობის კურსს. სენაკის "ლაზიკა მედში" 15 პაციენტია მოთავსებული, მათგან 1 მძიმედაა.

ბოლო 24 საათის განმავლობაში რეგიონის მასშტაბით კორონავირუსით 1 ადამიანი გარდაიცვალა, გამოჯანმრთელდა 82 პირი, გამოვლინდა ინფიცირების 12 ახალი შემთხვევა. 

საკარანტინო სივრცეში 99 პირი იმყოფება.
Print