კორონავირუსი
სამეგრელოს კოვიდკლინიკებში 68 ადამიანი მკურნალობს, 5-ის მდგომარეობა მძიმეა
სამეგრელო-ზემო სვანეთის სამხარეო ადმინისტრაციის ინფორმაციით, ამ დროისთვის სამეგრელოს კოვიდმიმღებ კლინიკებში 68 ადამიანი მკურნალობს, აქედან 5 პაციენტის მდგომარეობა მძიმეა. ამავე ცნობით, რუხის კლინიკაში მკურნალობის კურსს 27 კოვიდპაციენტი გადის, მათ შორის, მძიმეა 3 პირის ჯანმრთელობის მდგომარეობა. ფოთის ჰოსპიტალში 25 ადამიანი მკურნალობს, მათ შორის 2 მძიმედაა. ზუგდიდის რეფერალური ჰოსპიტალში 4 კოვიდინფიცირებულია მოთავსებული. აბაშის "ევექსის" კოვიდკლინიკაში 2 პირი გადის მკურნალობის კურსს. სენაკის "ლაზიკა მედში" კი 10 პაციენტი იმყოფება.

რეგიონის მასშტაბით კორონავირუსისგან კიდევ 37 ადამიანი გამოჯანმრთელდა.

საკარანტინო სივრცეში 78 პირი იმყოფება.
Print