კორონავირუსი
სამეგრელოს კოვიდკლინიკებში 73 ადამიანი მკურნალობს, 4 მძიმე მდგომარეობაშია
სამეგრელო-ზემო სვანეთის სამხარეო ადმინისტრაციის ინფორმაციით, ამ დროისთვის სამეგრელოს კოვიდმიმღებ კლინიკებში 73 ადამიანი მკურნალობს, აქედან 4 პაციენტის მდგომარეობა მძიმეა. ამავე ცნობით, რუხის კლინიკაში მკურნალობის კურსს 27 კოვიდპაციენტი გადის, მათ შორის, მძიმეა 2 პირის ჯანმრთელობის მდგომარეობა. ფოთის ჰოსპიტალში 27 ადამიანი მკურნალობს, მათ შორის 2 მძიმედაა. ზუგდიდის რეფერალური ჰოსპიტალში 4 კოვიდინფიცირებულია მოთავსებული. აბაშის "ევექსის" კოვიდკლინიკაში 3 პირი გადის მკურნალობის კურსს. სენაკის "ლაზიკა მედში" კი 12 პაციენტი იმყოფება.

რეგიონის მასშტაბით კორონავირუსისგან კიდევ 18 ადამიანი გამოჯანმრთელდა.

საკარანტინო სივრცეში 89 პირი იმყოფება.


Print