კორონავირუსი
სამეგრელო-ზემო სვანეთში კორონავირუსი 34 ადამიანს დაუდასტურდა
გასული დღე-ღამის განმავლობაში ქვეყნის მასშტაბით კორონავირუსზე 23 293 ადამიანი გამოიკვლიეს და დადასტურდა ინფიცირების 450 ახალი შემთხვევა. აქედან 34 სამეგრელო-ზემო სვანეთში დაფიქსირდა. Stopcov.ge-ზე გამოქვეყნებული ინფორმაციით, საქართველოში Covid 19-ის პანდემიის გავრცელებიდან დღემდე გამოვლენილი დადასტურებული შემთხვევების საერთო რაოდენობა შეადგენს 278 628-ს.

ვირუსისგან განიკურნა კიდევ 254 პირი. ჯამში გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა გაიზარდა 270 922-მდე.​

ამ ეტაპზე ინფიცირების მიმდინარე 3 958 აქტიური შემთხვევიდან 1 463 ადამიანი საავადმყოფოშია მოთავსებული. სამეგრელოს კოვიდცენტრებში 75 პირი მკურნალობს.

კორონავირუსით ქვეყანაში კიდევ 8 ადამიანი გარდაიცვალა, მათ შორის 1 ფოთის მკვიდრია. ვირუსს ჯამში 3 722 პირი ემსხვერპლა.
Print