კორონავირუსი
სამეგრელოს კოვიდკლინიკებში 173 პაციენტიდან 10-ის მდგომარეობა მძიმეა
სამეგრელო-ზემო სვანეთის სამხარეო ადმინისტრაციის ინფორმაციით, ამ დროისთვის სამეგრელოს კოვიდმიმღებ კლინიკებში 173 ადამიანი მკურნალობს, აქედან 10 პაციენტის მდგომარეობა მძიმეა. ამავე ცნობით, რუხის კლინიკაში მკურნალობის კურსს 60 კოვიდპაციენტი გადის, მათ შორის, მძიმეა 6 პირის ჯანმრთელობის მდგომარეობა. ფოთის ჰოსპიტალში 39 ადამიანი მკურნალობს, მათ შორის 4 მძიმედაა. ზუგდიდის რეფერალური ჰოსპიტალში 4 კოვიდინფიცირებულია მოთავსებული. აბაშის "ევექსის" კოვიდკლინიკაში 27 პირი გადის მკურნალობის კურსს. სენაკის "ლაზიკა მედში" კი 43 პაციენტი იმყოფება.

რეგიონის მასშტაბით კორონავირუსისგან კიდევ 3 ადამიანი გამოჯანმრთელდა, გამოვლინდა ინფიცირების 50 ახალი შემთხვევა.

საკარანტინო სივრცეში 143 პირი იმყოფება.
Print