კორონავირუსი
სამეგრელო-ზემო სვანეთში კორონავირუსი 161 ადამიანს დაუდასტურდა
გასული დღე-ღამის განმავლობაში ქვეყნის მასშტაბით კორონავირუსზე 37 524 ადამიანი გამოიკვლიეს და გამოვლინდა ინფიცირების 1 374 ახალი შემთხვევა. სამეგრელო-ზემო სვანეთში Covid -19 კიდევ 161 ადამიანს დაუდასტურდა. საქართველოში პანდემიის გავრცელებიდან დღემდე გამოვლენილი შემთხვევების საერთო რაოდენობა გაიზარდა 290 129-მდე.

ვირუსისგან განიკურნა კიდევ 422 პირი. ჯამში გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა გაიზარდა 278 251-მდე.​

ამ ეტაპზე ინფიცირების მიმდინარე 7 958 აქტიური შემთხვევიდან 2 445 ადამიანი საავადმყოფოშია მოთავსებული. კორონავირუსით ქვეყანაში კიდევ 11 ადამიანი გარდაიცვალა. ვირუსს ჯამში 3 894 პირი ემსხვერპლა.
Print