კორონავირუსი
სამეგრელოს კოვიდკლინიკებში 20 პაციენტის მდგომარეობა მძიმეა
სამეგრელო-ზემო სვანეთის სამხარეო ადმინისტრაციის ინფორმაციით, ამ დროისთვის რეგიონის კოვიდმიმღებ კლინიკებში 252 ადამიანი მკურნალობს, მძიმე მდგომარეობაში მყოფი პაციენტების რაოდენობა 20-მდე გაიზარდა.

რუხის კლინიკაში მკურნალობის კურსს 166 კოვიდპაციენტი გადის, მათ შორის, მძიმეა 17 პირის ჯანმრთელობის მდგომარეობა. ფოთის ჰოსპიტალში 40 ადამიანი მკურნალობს, მათ შორის 3 მძიმედაა. აბაშის "ევექსის" კოვიდკლინიკაში 24 პაციენტია მოთავსებული, ხოლო სენაკის "ლაზიკა მედში" 22 პაციენტი იმყოფება.

რეგიონის მასშტაბით კორონავირუსისგან კიდევ 115 ადამიანი გამოჯანმრთელდა. გამოვლინდა ინფიცირების 113 ახალი შემთხვევა.

საკარანტინო სივრცეში 7 მოქალაქე რჩება.
Print