კორონავირუსი
სამეგრელოს კოვიდკლინიკებში 276 პირი მკურნალობს, 26 პაციენტის მდგომარეობა მძიმეა
სამეგრელოს კოვიდმიმღებ კლინიკებში ბოლო მონაცემებით 276 ადამიანი მკურნალობს, მძიმე მდგომარეობაში მყოფი პაციენტების რაოდენობა 26-მდე გაიზარდა. სამხარეო ადმინისტრაციის ინფორმაციით, რუხის კლინიკაში მკურნალობის კურსს 159 კოვიდპაციენტი გადის, მათ შორის, მძიმეა 23 პირის ჯანმრთელობის მდგომარეობა. ფოთის ჰოსპიტალში 40 კოვიდინფიცირებული რჩება, მათ შორის 3 მძიმედაა. აბაშის "ევექსის" კოვიდკლინიკაში 27 პაციენტია მოთავსებული, ხოლო სენაკის "ლაზიკა მედში" 50 პირი მკურნალობს.

რეგიონის მასშტაბით კორონავირუსისგან კიდევ 42 ადამიანი გამოჯანმრთელდა. გამოვლინდა ინფიცირების 115 ახალი შემთხვევა. 

საკარანტინო სივრცეში 9 მოქალაქე რჩება.
Print