კორონავირუსი
რუხის კლინიკაში კორონავირუსით სენაკის მკვიდრი გარდაიცვალა
ბოლო 24 საათში სამეგრელო-ზემო სვანეთის მასშტაბით კორონავირუსით 1 ადამიანი გარდაიცვალა. სამხარეო ადმინისტრაციის ინფორმაციით, 55 წლის მამაკაცი სენაკის მკვიდრია. ის რუხის საავადმყოფოში გადიოდა მკურნალობის კურსს.

სამეგრელოს კოვიდმიმღებ კლინიკებში ამ ეტაპზე 263 ადამიანი მკურნალობს. მათგან 18-ის ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა.
Print