კორონავირუსი
კორონავირუსით აბაშის მკვიდრი გარდაიცვალა
ბოლო 24 საათში სამეგრელო-ზემო სვანეთის მასშტაბით კორონავირუსით 1 ადამიანი გარდაიცვალა. სამხარეო ადმინისტრაციის ინფორმაციით, 76 წლის მამაკაცი აბაშის მკვიდრია. ის ქუთაისში გადიოდა მკურნალობის კურსს.

სამეგრელოს კოვიდმიმღებ კლინიკებში ამ ეტაპზე 288 პაციენტი მკურნალობს, მათგან 51-ის მდგომარეობა მძიმეა.


Print