კორონავირუსი
გასულ კვირაში სამეგრელოში კორონავირუსით 1158 პირი დაინფიცირდა
14 აგვისტოდან 21 აგვისტოს ჩათვლით საქართველოში კორონავირუსი 12 595 ადამიანს დაუდასტურდა, მათგან სამეგრელო-ზემო სვანეთში 1158-ს. Covid 19-ით გარდაიცვალა კიდევ 6 პაციენტი. ინფორმაციას დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრი ავრცელებს.

ამავე ცნობით, ვირუსისგან გამოჯანმრთელდა 12 329 ინფიცირებული.

ქვეყნის მასშტაბით არნიშნულ პერიოდში ჩატარდა 74 171 ტესტი.
Print