ახალი ამბები
ჟენევის საერთაშორისო დისკუსიები კორონავირუსის გამო გადაიდო
ჟენევის საერთაშორისო დისკუსიების 51-ე რაუნდი, რომელიც 31 მარტს - 1 აპრილს უნდა გამართულიყო, გაურკვეველი ვადით გადაიდო. შესაბამისი გადაწყვეტილება თანათავმჯდომარეებმა გაეროდან, ეუთოდან და ევროკავშირიდან, ჯიჰან სულთანოღლუმ, რუდოლფ მიხალკამ და ტოივო კლაარმა კორონავირუსის გამო მიიღეს.

16 მარტს გავრცელებულ პრესრელიზში თანათავმჯდომარეებმა განმარტეს, რომ გადაწყვეტილება СOVID - 19- ის სწრაფ გავრცელებასთან დაკავშრებული გარემოებების გულდასმით გადახედვის შედეგად მიიღეს".

"თანათავმჯდომარეები ყველა ღონეს იხმარენ, რომ შეინარჩუნონ მჭიდრო კონტაქტი და ჩართულობა მოლაპარაკებების თანამონაწილეებთან, რათა ჟენევის დისკუსიების დღის წესრიგით გათვალისწინებულ სხვა საკითხებთან ერთად, უსაფრთხოებისა და ჰუმანიტარული საკითხების გადაჭრისთვის მათ ხელთ არსებული ყველა საშუალება გამოიყენონ". ", – ნათქვამია რელიზში.

თანათავმჯდომარეების განცხადებით, ისინი "ყურადღებით დააკვირდებიან СOVID - 19 - თან დაკავშირებული მოვლენების განვითარებას და უახლოეს მომავალში დისკუსიების 51-ე რაუნდის გასამართად საჭირო სამომავლო ნაბიჯებს განიხილავენ".

ცნობისთვის: ჟენევის საერთაშორისო დისკუსიები 2008 წლის აგვისტოდან, ევროკავშირის, გაეროსა და ეუთოს თანათავმჯდომარეობით იმართება და მასში საქართველოს, რუსეთისა და ამერიკის შეერთებული შტატების, ასევე ოკუპირებული ცხინვალისა და სოხუმის წარმომადგენლები მონაწილეობენ.

Print Email
FaceBook Twitter
დაფინანსებული
ელექტრონული კომერცია საქართველოში სწრაფი ტემპებით ვითარდება.
თანამედროვე სამყაროში ჩვენი ყოველდღიური რუტინის გასაუმჯობესებლად, საყოფაცხოვრებო ტექნიკა შეუცვლელ როლს თამაშობს.
ზუგდიდში რესტორანი ,,NK RESTAURANT AND LOUNGE’’ გაიხსნა, რომელიც სტუმრებს გამოცდილი მზარეულის მიერ მომზადებულ, ტრადიციულ და ევროპულ კერძებს შესთავაზებს.
დღის სიახლეები
24 / აპრილი 2024
მესტიის მუნიციპალიტეტის მერი კაპიტონ ჟორჟოლიანი 2024 წლის თებერვალში შევსებულ ქონებრივ დეკლარაციაში საკუთარ ქონებასა და შრომის ანაზღაურებიდან მიღებულ შემოსავალს მალავს.
24 / აპრილი 2024
აფხაზეთის დე ფაქტო რესპუბლიკაში სამხედრო სამსახურში საგაზაფხულო გაწვევა დაიწყო, წერს „აფსნიპრესი“.
24 / აპრილი 2024
სამეგრელო-ზემო სვანეთის გუბერნიის ადმინისტრაციის ხელძღვანელმა ლაშა გვასალიამ აქტივისტი ქალების მიმართ შეურაცხმყოფელი, ღირსების შემლახველი, უხამსი და სექსისტური პოსტი და კომენტარები საკუთარი ფეისბუქის გვერდზე გამოაქვეყნა.
ოდაბადეშ კინოხონი
დადიანების სასახლეთა საგანძური
მთავარი საინფორმაციო გამოშვება
ჩვენი თვითმმართველობა
არქივი
ამინდი
ზუგდიდი 25 °C
img
სოხუმი 23 °C
img
ფოთი 24 °C
img
მესტია 14 °C
img
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.