ახალი ამბები
„აფხაზეთი საქართველოა, ჩვენ დავბრუნდებით!“ – გიორგი ჯახაიას ფრაზა პერესერევანსმა მარსზე ჩაიტანა
მას შემდეგ, რაც NASA-მ გამოაცხადა, რომ მსურველების მონაცემებს მარსზე წაიღებდა, ქართველი ბლოგერი გიორგი ჯახაია Perseverance მარსზე დარეგისტრირდა და სახელის გრაფაში ABKHAZIA IS GEORGIA (აფხაზეთი საქართველოა), ხოლო მომდევნო ველში გვარის ნაცვლად : WE WILL COME BACK (ჩვენ დავბრუნდებით) ჩაწერა.

,,მარსმავალ ბორტ კომპიუტერში გაიგზავნა NASA- ს ვებგვერდზე დარეგისტრირებული მრავალი ადამიანის მონაცემები, მათ შორის ჩემი ჩანაწერი, რომელიც რეგისტრაციის დროს მივუთითე, რომ აფხაზეთი საქართველოა და ჩვენ დავბრუნდებით. ამრიგად, დღეს მარსზეც არის ინფორმაცია, რომ აფხაზეთი საქართველოა’’- წერს გიორგი ჯახაია თავის ბლოგში.

მარსმავალ „პერსევერანსის“ ბორტკომპიუტერში, 11 მილიონი ადამიანი დარეგისტრირდა.
Print