დილის ჩართვა
სტუმრები - ალექსანდრე გაბესკირია და მეგი სალია
20 დეკემბერს, ასოციაცია "ათინათის" ახალგაზრდული ცენტრის წევრები განახორციელებენ საქველმოქმედო აქციას,რომლის ფარგლებშიც დახმარებას გაუწევენ ზუგდიდში სიღარიბის ზღვარს მიღმა მყოფ მრავალშვილიან ოჯახებს. ცენტრის წევრები აგროვებენ სხვადასხვა ნივთებს (ტანსაცმლებს, საკვებს, ერთჯერად ნივთებს, სათამაშოებს, საკანცელარიო ნივთებს), რომლებსაც შემდგომ ოჯახებს გადასცემენ.

აქციის დეტალებზე დილის გადაცემაში ისაუბრეს PITA-ს წევრებმა ალექსანდრე გაბესკირიამ და მეგი სალიამ.
აქტივობა იგეგმება "ტოლერანტობის, სამოქალაქო ცნობიერებისა და ინტეგრაციის მხარდაჭერის პროგრამის (PITA) ფარგლებში. პროგრამას აფინანსებს აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტო(USAID), მას საქართველოს გაეროს ასოციაცია (UNAG) ახორციელებს.
Print