დილის ჩართვა
სტუმარი - მეგი კავთუაშვილი
დილის გადაცემის სტუმარი - არასამთავრობო ორგანიზაცია "მშობლები განათლებისთვის" აღმასრულებელი დირექტორი მეგი კავთუაშვილი. მან ორგანიზაციის საქმიანობასა და სამომავლო გეგმებზე ისაუბრა, მათ შორის ზუგდიდში 9-10 თებერვალს დაგეგმილ "მშობელთა სკოლის" ტრენინგზე, რომელსაც განათლების ტრენერი მანანა ჯინჭარაძე ჩაატარებს. 

ტრენინგი შაბათ-კვირას ჩატარდება შემდეგი გრაფიკით: 9 თებერვალი - 15:00 - 18:00 საათი; 10 თებერვალი - 12:00 - 15:00 საათი. მასში მონაწილეობა უფასოა და მსურველები უნდა დარეგისტრირდნენ შემდეგ ბმულზე: http://bit.ly/2EkYi8W 

ტრენინგის მონაწილეები გაივლიან შემდეგ საკითხებს:

1. ძალადობა, ბულინგი და სტრესი სკოლაში;
2. რა უფლებებს ანიჭებს სკოლის მოსწავლეთა მშობლებს კანონი;
3. სკოლისა და მოსწავლის მშობლის ეფექტური კომუნიკაციის პრინციპები;
4. ზოგადი განათლების სისტემაში მშობელთა ჩართულობის მექანიზმები.

მეტი ინფორმაციისთვის ეწვიეთ გვერდს - მშობლები განათლებისთვის Parents for Education ან მოისმინეთ დილის რუბრიკის ჩანაწერი. 




Print