დილის ჩართვა
სტუმარი - თეონა მოსია
რადიო "ათინათის" დილის გადაცემის სტუმარი - ჯაზ-მომღერალი თეონა მოსია. მან 8 თებერვალს დაგეგმილ კონცერტზე ისაუბრა, რომლის ფარგლებშიც დედაქალაქს საკუთარ ბენდთან ერთად პირველად ეწვევა.

"ძალიან ხშირად მწერენ და სწორედ ეს არის მიზეზი, თუ რატომ გადავწყვიტე საქართველოში კონცერტის გამართვა. უკვე 5 წელია ველოდები ამ დღეს, თუმცა აქამდე არ გახდა ეს შესაძლებელი, რადგან ყველაფერი დიდ თანხებთან არის დაკავშირებული. რადგან მსმენელი ასე ხშირად მწერს ვიფიქრე, რომ ახლა უკვე არის დრო ჩავიდე საქართველოში ბენდთან ერთად. რა თქმა უნდა მქონდა იმედი, რომ კონცერტი დაფინანსდებოდა, მაგრამ სამწუხაროდ არ გახდა ეს შესაძლებელი და ახლა უკვე ყველაფერი მსმენელის აქტიურობაზეა დამოკიდებული, დიდი იმედი მაქვს ჩემი თანაქალაქელები დაესწრებიან ამ კონცერტს და ვეტყოდი რომ ახლა მე მათი თანადგომა მჭირდება", - თქვა მომღერალმა.

ბილეთები იყიდება tkt.ge-ზე, კონსერვატორიის და თბილისის საკონცერტო დარბაზების სალაროებში.
Print